IFA 2025-ზე Dreame-მ დასუფთავების ინოვაციური Smart ტექნოლოგიები წარადგინა!
ბერლინში ტექნიკის ყველაზე დიდი გამოფენა IFA 2025 გაიმართა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება Dreame-ის ინოვაციებმა მიიპყრო. ამაზე მოწმობს მოპოვებული ჯილდოებიც… IFA 2025-ზე Dreame-მ პირველად წარადგინა თავისი ჭკვიანი სახლის ეკოსისტემა და მთელი დარბაზი 22 პროდუქტის ხაზის წარმოჩენას დაუთმო, რომელთაგანაც 15 სრულიად ახალ კატეგორიას წარმოადგენს — გარდა მსოფლიოში პირველი კიბეზე ასასვლელი რობოტი მტვერსასრუტისა, დრიმიმ ისეთი ახალი პროდუქტები წარადგინა, როგორებიცაა მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, Aura Mini LED 4K S100-ის ტელევიზორები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
„ჩვენი მისია მარტივია, ვუსმენთ მომხმარებელთა საჭიროებებს და გამოწვევებს მარტივ გადაჭრის გზებს ვუძებნით. აღფრთოვანებული ვართ IFA-ზე ამ ახალი ტექნოლოგიების წარმოდგენით და იმედი გვაქვს, რომ ისინი რეალურად დაეხმარება მომხმარებლებს, მისცემს დროს, ფოკუსირდეს იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია. იქნება ეს კიბეებზე ასვლა, ჩახლართულ თმებთან გამკლავება თუ გაზონების მოვლა, Dreame-ის ინოვაციები ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მარტივს, სუფთას და ჭკვიანურს ხდის“, — აცხადებს სინ ჩენი, Dreame Technology-ის მმართველი ხელმძღვანელი.
Dreame Cyber X — მსოფლიოში პირველი რობოტი მტვერსასრუტი, რომელსაც კიბეზე ასვლა შეუძლია
IFA 2025-ზე Dreame-მ კონცეპტუალური ტექნოლოგია Cyber X წარმოადგინა, მსოფლიოში პირველი ბიონიკური QuadTrack™ რობოტი მტვერსასრუტი, რომელსაც კიბეზე ასვლა შეუძლია და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საყოფაცხოვრებო პრობლემას აგვარებს — აღნიშნული კომპანიის ძალას გვაჩვენებს ინჟინერიაში და ხედვასაც ავტონომიური დასუფთავების მომავლის შესახებ.
Cyber X სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: რობოტული მტვერსასრუტი, Bionic QuadTrack™ კიბეებზე ასვლის სისტემა და საბაზისო სადგური. განსაკუთრებული აქცენტი QuadTrack™ სისტემაზე კეთდება, რომელსაც 25 სმ სიმაღლეზე ასვლა 0.2 მ/წმ სიჩქარით შეუძლია, ადაპტირდება სხვადასხვა საფეხურის სიგანესა და გეომეტრიულ მონაცემებთან, რაც კიბეებზე ასვლას შეუფერხებელ, სწრაფ და უსაფრთხო პროცესად აქცევს. ერთი საფეხურიდან მეორეზე ასასვლელად კი მინი ლიფტის მსგავს ფუნქციას ეყრდნობა, რითაც ხელით აწევის საჭიროებასაც გამორიცხავს.
Aqua Series — სუფთა წყლით იატაკის გაწმენდა
ტექნიკის ყველაზე დიდ გამოფენაზე Dreame-მ ახალი რობოტი მტვერსასრუტის სრულიად ახალი ვერსია გაგვაცნო. აქ TrackSync™ Constant Hot Water Mopping გვხვდება — Dreame-ის პირველი წყლის გამწმენდი სისტემა. უწყვეტი ცხელი წყლის ნაკადი ხსნარის ავტომატური დამატებით იატაკის სისუფთავეს ინარჩუნებს და ეფექტურად უმკლავდება დაბრკოლებებს. უფრო ფართო საკონტაქტო არეალითა და წნევით მარტივად უმკლავდება ჯიუტ ლაქებს და იატაკის ღრმა ნაპრალებშიც აღწევს.
Matrix10 Ultra — მსოფლიოში პირველი ჭკვიანი მრავალმოპიანი რობოტი მტვერსასრუტი
ინდუსტრიაში პირველი მრავალჯერადი ტილოს გადამრთველი დოკით არის აღჭურვილი. Three-Solution Compartment კი ავტომატურად ადაპტირდება განსხვავებულ სივრცეებთან შესაბამისი საწმენდი ტილოების გამოყენებით. სულ სამი ტიპის ტილოს მოიცავს, რომლებიც ოთახის ტიპის ან დასუფთავების საჭიროებების მიხედვით იცვლება. ნეილონის საწმენდი ტილოები სამზარეულოში არსებული ცხიმების მოსაშორებლადაა განკუთვნილი, ღრუბელი წლის შემაკავებელი ტილოებით სააბაზანოებისთვის, ხოლო თერმული ტილოები სხვა ოთახებისთვის. Three-Solution Compartment კი იდეალურია შინაური ცხოველების სუნის, ხის იატაკის მოვლისა და ზოგადი დასუფთავებისთვის.
V20 Pro და V30 — ჭკვიანი უსადენო მტვერსასრუტები
Dreame-ის ახალი მოდელები V20 Pro და V30 სახლს უფრო სწრაფად და ეფექტურად ასუფთავებს. ყველაზე გამორჩეული აქ GapFree™ AI Robotic Arm გახლავთ, რომელიც დასუფთავებისას ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმისთვისაა შექმნილი — ჭკვიანი ინფრაწითელი სენსორით კიდეებსა და კუთხეებს ასუფთავებს.
თმის ჩახლართულობის პრობლემას კი TangleCut™ Dual Scraper წყვეტს, თმას ჭრის და ხელით დასუფთავებაც აღარ ხდება საჭირო. ხოლო OmniX 2.0 Dynamic Brush Head ნებისმიერი ტიპის იატაკს ერგება, სქელი ხალიჩებით დაწყებული, პარკეტით დამთავრებული. 90°-იანი დასაკეცი, 4-საფეხურიანი ჯოხით კი დაბალი ავეჯის ქვეშ მარტივად აღწევს.
H15 Pro FoamWash — შინაური ცხოველების სისუფთავეზე მზრუნველი ტექნოლოგია
Dreame შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ FoamWash ტექნოლოგიასაც წარმოგვიდგენს. 100-გრადუსიანი Hot Water Self-Cleaning-ითა და განახლებული 23 000Pa შეწოვის უნარით, ქაფის მიზნობრივად წასმა შეუძლია პირდაპირ ლაქებზე და სუნის განეიტრალებასაც გვთავაზობს.
Miracle Pro — თმის მოვლის პირველი სამმაგი სისტემა
Fragrant Mist × Dual-Wavelength Red Light × AI Smart Mode-ის თმის მოვლის პირველი სამმაგი სისტემაა, შეიცავს ზუთხის ხიზილალას, თეთრი ტრიუფელის ექსტრაქტსა და ჰიდროლიზებულ კერატინს — ღრმად აღწევს თმაში, კვებავს მას და აშრობს. Dual-Wavelength Red Light თავის კანის სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს, ხოლო Smart AI-ის თერმული სისტემა რეალურ დროში არეგულირებს ჰაერის ნაკადის ტემპერატურასა და სიჩქარეს.
DZ60 Pro & OZ60 Pro — სამზარეულოს ინოვაციური პროდუქტები
სამზარეულოს ტექნიკაში კი Dreame-მ ორი მნიშვნელოვანი განახლება შემოგვთავაზა: DZ60 Pro და OZ60 Pro. DZ60 Pro Fully-integrated Dishwasher სერტიფიცირებულია სინგაპურის უმაღლესი 4-Tick WELS-ით, აქვს 360-გრადუსიანი HydraFlow რეცხვის სისტემა და აპლიკაციასთან უწყვეტ კავშირს გთავაზობთ.
რაც შეეხება OZ60 Pro Built-in Steam Oven-ს, ორთქლზე მომზადების, ცხობისა და ჰაერზე შეწვის ფუნქციების შერწყმით, 1600-ვატიანი ორთქლის შეფრქვევით, მრავალრეჟიმიანი მომზადებისა და ზუსტი PID სითბოს კონტროლით, სახლში საჭმლის პროფესიონალურ დონეზე მომზადების შესაძლებლობას გვთავაზობს.
რა ჯილდოები მოიპოვა Dreame-მ IFA 2025-ზე?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Dreame-მ ბერლინში გამართულ ტექნიკის ყველაზე დიდ გამოფენა IFA Innovation Awards 2025-ზე არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორისაა:
- Matrix10 Ultra — Best in Smart Home
- DZ60 Pro Fully-integrated Dishwasher — Best in Home Appliances
- Miracle Pro — Best in Beauty & Personal Care
- H15 Pro FoamWash — Honoree
ასე კი დაამტკიცა, რომ Dreame საოცნებო ცხოვრების შენებაში გვეხმარება.