უსადენო მტვერსასრუტი Dreame R20 Ultra AquaCycle

1,599

არ არის მარაგში

  • მიწოდება თბილისში: 2-3 სამუშაო დღე
  • მიწოდება რეგიონში: 4 სამუშაო დღემდე
დასუფთავების ტიპისველი / მშრალი
  • მძლავრი შესრუტვა: არჭურვილია 120 000 RMP ძრავით და მტვრის ამოცნობის ჭკვიანი ტექნოლოგიით, რომელიც ავტომატურად არეგულირებს შესრუტვის სიმძლავრეს.
  • ჰიგიენური სველი წმნდა: AquaCycle ტექნოლოგია მუდმივად სუფთა წყლის გამოყენებას უზრუნველყოფს მყარი იატაკების სველი წმენდისას.
  • მსუბუქი დიზაინი: იწონის მხოლოდ 2.2 კგ-ს, რაც ამარტივებს მის გადაადგილებასა და გამოყენებას.
  • დამალული ჭუჭყის აღმოჩენა: ჯაგრისის CelesTect™ განათება გამოააშკარავებს დამალულ და უხილავ მტვერს.
  • ხანგრძლივი სამუშაო ციკლი: მტვერსასრუტს 90 წუთამდე (ეკო რეჟიმში) პერიოდით შეუძლია მუშაობა, რაც დიდი სივრცის დასუფთავებას ერთჯერ დამუხტვით ხდის შესაძლებელს.

CelesTect™ განათებული ომნი-ფუნჯი

ძლიერი შესრუტვის სიმძლავრე 27,000 პა

90 წუთამდე მუშაობის ხანგრძლივობა

LED დისპლეი

Dreame R20 Ultra Aquacycle – დასუფთავება, რომელიც დროს ჰყვება

დაიღალეთ ავეჯის ქვეშ დაგროვილი მტვრით, იტაკზე გამხმარი ლაქებითა და დივანზე დაგროვილი შინაური ცხოველების ბეწვით? Dreame R20 Ultra Aquacycle არის უსადენო მტვერსასრუტი, რომელიც ერთდროულად მშრალი და სველი წესით ამუშავებს თქვენს ზედაპირებს. მისი ძლიერი ძრავი, ჭკვიანი ტექნოლოგია და მსუბუქი, მანევრირებადი დიზაინი საშუალებას გაძლევთ დაასუფთაოთ ისეთი ადგილები, რომლებიც აქამდე ჩვეულებრივი მტვერსასრუტისთვის მიუწვდომელი იყო. ეს მოდელი ნამდვილად ზოგავს თქვენს დროს და გაძლევთ საშუალებას ერთდროულად მშრალი და სველი წესით გაწმინდოთ ზედაპირები.

აგროვებს ყველაფერს ერთი გატარებით

Dreame R20 Ultra Aquacycle-ს აქვს 120,000 ბრ/წთ სიჩქარიანი ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 27,000 პა შესრუტვის ძალას და სრაფად აშორებს მტვერს როგორც მყარი ზედაპირებიდან, ასევე ხალიჩებიდან. Smart Detection სისტემა ავტომატურ რეჟიმში აფასებს დაბინძურების დონეს და შესაბამისად არეგულირებს შესრუტვის სიმძლავრეს, რაც ენერგიის ოპტიმალურ მოხმარებასთან ერთად უზრუნველყოფს მეტად საფუძვლიან წმენდას.

იატაკის სველი წმენდა ლაქების გარეშე

მტვერსასრუტი ახორციელებს სველ წმენდას ზედპირის ზედმეტად დასველების რისკის გარეშე, რაც იცავს ლამინატს და ფილებს დაზიანებისაგან. Aquacycle სისტემა მუდმივად აკონტროლებს ტენიანობის დონეს და ჯაგრისი, რომელიც ბრუნავს 580 ბრ/წთ სიჩქარით, მუშაობის დროს სუფთა წყლით ირეცხება. სუფთა წყლის (400 მლ) გამოყენებული წყლისგან (320 მლ) გამოყოფა უზრუნველყოფს ჰიგიენურ წმენდას, ეფექტურად აშორებს ჩამჯდარ ლაქებსა და ყოველდღიურ დაბინძურებას წყლის ლაქების დატოვების გარეშე.

უნივერსალური ომნი-ფუნჯი

Omni-Brush-ით აღჭურვილი მტვერსასრუტი - Dreame R20 Ultra Aquacycle ამუშავებს სხვადასხვა ტიპის ზედაპირებს - მყარი იატაკიდან დაწყვებული, ფილებითა და ხალიჩებით დამთავრებული. Clean-to-Edge ტექნოლოგიის წყალობით მტვერსასრუტი კიდეებს 7 მმ-ის მანძილზე უახლოვდბა, რაც უზრუნველყოფს უნაკლო სისუფთავეს პლინტუსების გასაწვრივაც კი. CelesTect™ განათება 140°-იანი ხედვის კუთხითა და 30 სმ-იანი დიაპაზონით ამარტივებს ნაკლებად განათებული ადგილების დასუფთავებას, ხოლო თმის გადახლართვის საწინააღმდეგო დიზაინი ამცირებს მტვერსასრუტის ხშირი წმენდის საჭიროებას, რაც განსაკუთრებით მოსწონთ შინაური ცხოველების პატრონებს.

ხანგრძლივი მუშაობა

8 x 285 mAh ბატარეით აღჭურვილი, Dreame R20 Ultra Aquacycle უზრუნველყოფს 90 წუთამდე მუშაობის ხანგრძლივობას მშრალი წმენდისას, რაც საშუალებას გაძლევთ შესვენების გარეშე დაასუფთოთ 220 მ²-მდე ფართობი. სველი წმნდის რეჟიმში მოწყობილობა მუშაობს 90 წუთმდე და ეფექტურად ასუფთავებს 390 მ²-მდე ფართობს. სრულ დამუხტვას მხოლოდ 4 საათი სჭირდება, რაც მტვერსასრუტს სრაფად ამზადებს დასუფთავების შემდეგი ციკლისთვის.

ფუნქციონალურობის გამაძლიერებელი აქსესუარები

კომპლექტში შედის აქსესუარების სრული ნაკრები ყველა კუთხისა და ნაპრლის საფუძვლიანი წმენდისთვის. მინი ელექტრო ჯაგრისი ეფექტურად აშორებს მტვერს, თმასა და ბეწვს ავეჯიდან, დივნებსა და საწოლებიდან თმისა და ბეწვის გადახლართვის გარეშე. 2-1-ში იდეალურია ისეთი რთულად მისადგომი ადგილების გასაწმენდად, როგორიცაა ნაპრალები ბალიშებს შორის, ან მანქანის კუთხეები, მტვრის მოსაშორებელი რბილი ჯაგრისი კი ნაზად ასუფთავებს თაროებს, მაგიდების ზედაპირებსა და სურათების ჩარჩოებს მათი დაკაწვრის გარეშე.

HEPA H14 ფილტრაცია

Dreame R20 Ultra Aquacycle აღჭურვილია H14 HEPA ფილტრით (მაღალი ეფექტურობის ჰაერი ფილტრი), რომელიც იჭერს 0.3 მიკრონის ზომის ნაწილაკების 99.99%-ს, მათ შორის მტვერსა და ალერგენებს და საგრძნობლად აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს დახურულ სივრცეში. ყველა ფილტრი და კონტეინერი მარტივად მოხსნადია და ირეცხება გამდინარე წყლით, რაც ამარტივებს მტვერსასრუტის მოვლას და ახანგრძლივებს მის სასიცოცხლო ციკლს.

სრული მობილურობა და კომფორტი დასუფთავების დროს

Lie-Flat ტექნოლოგიისა და 90 გრადუსიანი ბრუნვის წყალობით, Dreame R20 Ultra Aquacycle მარტივად უმკლავდება დაბალი ავეჯის, საწოლებისა და დივნების ქვშ სივრცეების დასუფთავებას რაც გამორიცხავს ავეჯის გადაადგილების საჭიროებას. მისი სიბრტყეზე მუშაობის შესაძლებლობა უზრუნველყოფს მტვრის მოშორებას რთულად მისადგომი ადგილებიდან, რაც ხელს უწყობს თქვენს სახლში სისუფთავის შენარჩუნებას ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც კი.

კომპლექტაცია

  • მტვერსასრუტის ძირითადი კორპუსი ბატარეით
  • ომნი-ჯაგრისი განათებით
  • კომბინირებული ინსტრუმენტი
  • დამაგრძელებელი მილი
  • მოტორიზებული გორგოლაჭიანი თავაკი
  • მტვრის მოსაშორებელი რბილი ჯაგრისი
  • მოტოიზებული მინი ჯაგრისი
  • სადგამი აქსესუარების სამაგრით
ტიპიუსადენო მტვერსასრუტი
მოდელიR20 Ultra AquaCycle
სერიაR – სერია
შესრუტვის სიმძლავრე kPa27 000
დასუფთავების ტიპისველი / მშრალი
ბატარეის მოცულობა8 x 2850 mAh
ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა90 წუთი
დამუხტვის დრო240 წუთი
ფილტრაციის სისტემაHEPA ფილტრი
კონტროლიღილაკზე დაჭერით
მუშაობის რეჟიმები3 რეჟიმი
მტვრის კონტეინერის მოცულობა, მლ600მლ
სუფთა წყლის ავზის მოცულობა400 მლ
ზომები128.8x32x32 სმ
წონა2.2 კგ
მწარმოებელიDreame Trading (Tianjin) Co. Ltd.
იმპორტიორიშპს “ჯორჯიან ელექთრონიქ ქომფანი თრეიდი”

მსგავსი პროდუქტები