უსადენო მტვერსასრუტი Dreame R10 Pro Aqua

949

  • მიწოდება თბილისში: 2-3 სამუშაო დღე
  • მიწოდება რეგიონში: 4 სამუშაო დღემდე
დასუფთავების ტიპისველი / მშრალი
ფერიBlack
  • 2 – 1-ში ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთდროულად დაასუფთაოთ და მოწმინდოთ იატაკი.
  • შესრუტვის მაღალი სიმძლავრე: აქვს 150AW სიმძლავრე, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ წმენდას.
  • მუშაობის ხანგრძლივობა: ელემენტი 90 წუთამდე ძლებს ეკო რეჟიმში.
  • LED განათება: მთავარი ჯაგრისის განათება ბნელ ადგილებში მტვრის აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
  • მსუბუქი დიზაინი: ერგონომიული და მსუბუქი დიზაინის წყალობით მისი გამოყენება მარტივი და მოსახერხებელია.

შესრუტვის ეფექტურობა 99.97%

ელემენტის ხანგრძლივობა 90 წუთამდე

დამუხტვის დრო - 4 საათამდე

შესრუტვის სიმძლავრე - 150 ვატი

მშრალი და სველი წმენდა უპრობლემოდ!

Dreame R10 Pro Aqua არის ხელმისაწვდომი უსადენო მტვერსასრუტი, რომლის მთავარი მახასიათებელია დამატებითი საქშენი ორი მბრუნავი მოპის საფენით მყარი იატაკის სველი წმენდისთვის. მას აქვს ასევე შთამბეჭდავი მახასიათებლები, ელეგანტური დიზაინი და უხვად აღჭურვილი სადგამი. როგორც ყოველთვის, ყველაფერს დეტალურად ავხსნით ქვემოთ!

მძლავრი უკონტაქტო ძრავი

განახლებული უკონტაქტო ძრავი უზრუნველყოფს 150 ვატამდე შესრუტვის სიმძლავრეს, რაც 20,000 პა-ს ექვივალენტურია. ეს საშუალებას აძლევს Dreame R10 Aqua-ს მარტივად გაუმკლავდეს როგორც მტვრის წვრილ ნაწილაკებს, ასევე მსხვილ ნარჩენებს!

სველი და მშრალი წმენდის საქშენი იატაკის სხვადასხვა ზედაპირებისთვის

ამ მოდელის მთავარი მახასიათებელია მისი სპეციალური საქშენი, რომელიც განკუთვნილია მყარი იატაკის, როგორიცაა ლინოლეუმი, ლამინატი, პარკეტი ან კაფელი, სველი და მშრალი წმენდისთვის. მას აქვს 200 მლ რეზერვუარი ავტომატური წყლის მიწოდებით და მოპის ორი საფენი, რომლებიც 116 ბრ/წთ-ში სიჩქარით ბრუნავს და საფუძვლიანად აშორებს ყველა ტიპის ჭუჭყს. მოპის საფენები დამზადებულია რბილი ქსოვილისგან და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მათი მოხსნა და გარეცხვა.

მოხსნადი 2500 mAh ელემენტი

2500 mAh-იანი ელემენტი უზრუნველყოფს 90 წუთამდე მუშაობის ხანგრძლივობას. ელემენტი მოხსნადია, ამიტომ თუ თქვენ გაქვთ დიდი ბინა, ან სახლი და ერთჯერ დამუხტვა არ არის საკმარისი მთლიანი ფართის დასასუფთავებლად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი ელემენტი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის დროს. ჩაშენებული BMS კონტროლერი მუდმივად აკონტროლებს ელემენტის მდგომარეობას, აბალანსებს და იცავს მას გადატვირთვისგან, ზედმეტი განმუხტვისგან, გადახურებისა და მოკლე ჩართვისგან.

სიმძლავრის რამდენიმე რეჟიმი

Dreame R10 Aqua-ს სიმძლავრის სამი რეჟიმი აქვს. მათი მონაცვლეობით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ბალანსს მუშაობასა და ელემენტის ხანგრძლივობას შორის: Eco (90 წუთამდე) მსუბუქი დასუფთავებისთვის, Standard (30 წუთამდე) უმეტესი დავალებებისთვის და Turbo (7 წუთამდე) ინტენსიური დასუფთავებისთვის.

მკაფიო ფერადი დისპლეი

მაღალი გარჩევადობის ფერადი დისპლეის გამოყენებით, მტვერსასრუტი გაცნობებთ არჩეულ გაწმენდის რეჟიმს და ბატარეის დონეს, შეგატყობინებთ ფილტრის შეცვლის აუცილებლობის შესახებ და გაცნობებთ საგანგებო სიტუაციების შესახებ, როგორიცაა გადახურება ან გაჭედილი გორგოლაჭიანი ჯაგრისი.

ტურბო ჯაგრისი ყველა ტიპის იატაკის ზედაპირისთვის

მთავარი ტურბო ჯაგრისი აღჭურვილია გორგოლაჭით, სადაც უხეში რეზინის ჯაგრისი შერწყმულია რბილ სილიკონის ნიჩბებთან. ის უნივერსალურია და იდეალურია სხვადასხვა ტიპის იატაკისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტურია ხალიჩების გასაწმენდად, რადგან გორგოლაჭის V ფორმის კიდეები ხელს უშლის თმისა და ბეწვის გადახლართვას.

ტურბო ჯაგრისის ფრონტალური განათება

მტვერსასრუტის მთავარი ტურბო ჯაგრისი აღჭურვილია კაშკაშა ლურჯი LED განათებით, რომელიც ავტომატურად ინთება მტვერსასრუტის ჩართვისას. ჰორიზონტალური LED განათებები იდეალურად ანათებს მტვრის ნაწილაკებს, რომლებიც სხვაგვარად უხილავია, დღისითაც კი! ბუნებრივია, ეს ფუნქცია ასევე ძალიან სასარგებლოა ძნელად მისადგომ ადგილებში, მაგალითად, ავეჯის ქვეშ და სუსტად განათებულ ოთახებში, დასუფთავებისას.

2-1-ში უნივერსალური საქშენი

უნივერსალური რბილი ჯაგრისის საქშენი დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად გაწმინდოთ დელიკატური ზედაპირები მტვრისგან, მაგაილთად, კლავიატურა. იგი ასევე მოსახერხებელია ვიწრო სივრცეების, მაგალითად ავეჯის უჯრების, ან მანქანის სალონის გასაწმენდად.

ჯარგისი რბილი ავეჯისა და ტექსტილის გასაწმენდად

ტექსტილის ზედაპირები, როგორიცაა ავეჯი, თეთრეული, ბალიშები და ლეიბები, შეიცავს დიდი რაოდენობით მტვერს, კანის მიკროსკოპულ ნაწილაკებს და, რა თქმა უნდა, მათ მუდმივ თანმხლებ პირებს - მტვრის ტკიპებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და ასთმაც კი. Dreame R10 Pro Aqua-სთან ერთად მოწოდებული მოტორიზებული ტურბო ჯაგრისი დაგეხმარებათ ეფექტურად გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს. რბილი სილიკონის ჯაგრისი ზედმიწევნით აშორებს მტვერს და ტკიპებს ქსოვილიდან, ხოლო ჰაერის ძლიერი ნაკადი შთანთქავს და აშორებს მათ. სცადეთ იდეალურად სუფთა თეთრეულის გაწმენდაც კი - შედეგით გაოცდებით!

მტვრის კონტეინერის ერთი დაწკაპუნებით გაწმენდა

მტვრის კონტეინერის ქვედა სახურავი ღილაკზე თითის დაჭერით იხსნება, არაც დაგროვილი ნარჩენების მარტივად დაცლის საშუალებას იძლევა. თქვენი ხელები მუდამ სუფთა რჩება!

მარტივი და მოსახერხებელი მოვლა

დაშლადი კონსტრუქციის წყალობით მტვერსასრუტის გასასუფთავებლად და მოსავლელად დაშლა ძალიან მარტივია და არ საჭიროებს დამატებითი ხელსაწყოების გამოყენებას. გორგოლაჭები, მტვრის კონტეინერის ყველა დეტალი, ციკლონური გამყოფი და კარტრიჯები ფილტრაციის ელემენტებით საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წყლით გაირეცხოს. მნიშვნელოვანია ყველა დეტალის კარგად გაშრობა მტვერსასრუტის აწყობამდე და მის გამოყენებმადე.

მრავალშრიანი ფილტრაციის სისტემა

Dreame R10 Aqua-ში გამოყენებული ჰაერის ნაკადის ფილტრაციის სისტემა შედგება რამოდენიმე შრისგან, მათ შორის მეტალის უხეში წმენდის პრე-ფილტრისგან, მრავალციკლონური გამყოფისგან, ქსოვილის ფილტრისგან, და HEPA კარტრიჯისგან ფილტრაციის კლასით - 14. მრავალშრიანი ფილტრი იჭერს 0.1 მიკრონამდე ზომის ნაწილაკების 99.99%-მდე რაოდენობას, რაც ხელს უშლის ოთახში წვრილი მტვრით ჰაერის მეორად დაბინძურებას.

კომპლექტაცია

  • კორპუსი
  • ელემენტის პაკეტი
  • დამაგრძელებელი მილი
  • უნივერსალური ჯაგრისი ფრონტალური განათებით
  • ფართო კომბინირებული საქშენი
  • მბრუნავი სველი წმენდის საქშენი (მოპის საფენებით)
  • წმენდის საქშენი (ტილოებით)
  • კომბინირებული საქშენი
  • მინი ელექტრო ჯაგრისი
  • მოპის დამატებითი საფენები (1 წყვილი)
არტიკულიVZV15A
ტიპიუსადენო მტვერსასრუტი
სერიაR – სერია
დასუფთავების ტიპისველი / მშრალი
შესრუტვის სიმძლავრე kPa20 000
სიმძლავრე, W425
ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა90 წუთი
დამუხტვის დრო240 წუთი
მტვრის კონტეინერის მოცულობა, მლ600მლ
ფილტრაციის სისტემაHEPA ფილტრი
საქშენების რაოდენობა6
ჩართვის ტაიმერიარა
თვითწმენდის რეჟიმიარა
Wi-Fi მხარდაჭერაარა
კონტროლი სმარტფონის საშუალებითარა
ჭკვიან სახლთან ინტეგრაციაარა
რუკის შექმნაარა
მუშაობის რეჟიმები3 რეჟიმი
ფერიBlack
მუშაობის სიხშირე100V – 240V 50/60Hz
ზომები25.6х25.6х110.6 სმ
წონა4.6 კგ
მწარმოებელიDreame Trading (Tianjin) Co. Ltd.
იმპორტიორიშპს “ჯორჯიან ელექთრონიქ ქომფანი თრეიდი”