უსადენო მტვერსასრუტი Dreame R20 Ultra
1,149₾
- 1.5 საათამდე ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა
- მოყვება ვერტიკალური და ტექსტილის ზედაპირების დასუფთავების აქსესუარები
- LED დისპლეი – ინფორმაცია დასუფთავების პროგრესისა და მოწყობილობის სტატუსის შესახებ
- 27,000 პა შესრუტვის სიმძლავრე
- ჭკვიანი სენსორი ჭუჭყის აღმოჩენისა და დასუფთავების გაუმჯობესებული შედეგების მისაღწევად
Omni-Brush ჯაგრისი CelesTect™ განათებით
ძლიერი შესრუტვა - 27,000 პა
90 წუთამდე მუშაობის ხანგრძლივობა
LED დისპლეი
Dreame R20 Ultra უსადენო მტვერსასრუტი
დაიღალეთ მტვერსასრუტით, რომელიც მხოლოდ ვითომ წმენდს? Dreame R20 Ultra მტვერსასრუტი არა მხოლოდ აგროვებს მტვერს, არამედ აგვარებს თქვენს ყოველდღიურ დასუფთავების პრობლემებს. 27,000 პა შესრუტვის სიმძლავრით, ჭუჭყის ჭკვიანი აღმოჩენით და ერთჯერ დამუხტვით 90 წუთამდე მუშაობის ხანგრძლივობით, არ არსებობს მიზეზი, რომელიც სახლის სისუფთავეში ხელს შეგიშლით.
ყველა ტიპის ზედაპირის საფუძვლიანი გაწმენდა
CelesTect™ Omni-Brush-ისა და LED განათების წყალობით Dreame R20 Ultra მტვერსასრუტი მარტივად აღწევს კუთხეებში, ავეჯის ქვეშ და მის გასწვრივ, აგროვებს შინაური ცხოველების ბეწვს, თამასა და ნამცეცებს ყველა კუნჭულიდან. ჩაშენებული განათება თითოეული ლაქის აღმოჩენას უზრუნველყოფს.
ტურბო სიმძლავრე და სუფთა ჰაერი
120,000 ბრ/წთ ძრავი და 27,000 პა წნევა სწრაფად უმკლავდება ყოველდღიურ დავალებებს, ხოლო მრაავალშრიანი ფილტრაციის სისტემა HEPA მაღალი ეფექტურობის ჰაერის ფილტრით იჭერს 0.3 მიკრონის ზომის ნაწილაკების 99.99%-ს, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ალერგიული მომხმარებლებისთვის! ისუნთქეთ მშვიდად და ისიამოვნეთ სუფთა ჰაერით!
ენერგიის ჭკვიანი რეგულირება
მტვერსასრუტი ავტომატურ რეჟიმში აანალიზებს თქვენი იატაკის დაბინძურების დონეს და ავტომატურად არეგულირებს შესრუტვის სიმძლავრეს. თქვენ არ გიწევთ ზრუნვა რეჟიმის შერჩევაზე, Dreame ამას თქვენს ნაცვლად აკეთებს, რაც ნიშნავს იმას, რომ დასუფთავება უზრუნველი და ეფექტურია.
ხანგრძლივი სამუშაო საათები
Dreame R20 Ultra ერთი დამუხტვით 90 წუთამდე მუშაობს, რაც საკმარისი დროა დიდი ბინის, ან მთლიანი სახლის დასასუფთავებლად. ამ ციკლის დასრულების შემდეგ, საკმარისია 4 საათიანი დამუხტვა და მოწყობილობა კვლავ მზადაა გამოსაყენებლად.
თქვენ გაქვთ სრული კონტროლი
დიდი LED დისპლეი აჩვენებს მუშაობის რეჟიმს და ელემენტის სტატუსს, ასე რომ თქვენ ყოველთვის იცით, რამდენი დრო დარჩა მტვერსასრუტის სრულ დამუხტვამდე.
პრაქტიკული აქსესუარები კომპლექტში
კომპლექტში შედის LED განათებით აღჭურვილი Illumination Omni-Brush იატაკის გასაწმენდად, მინი მოტორიზებული ჯაგრისი დივნებიდან და ლეიბებიდან შინაური ცხოველების ბეწვის მოსაშორებლად, რბილი ჯაგრისი დელიკატური ზედაპირებიდან მტვრის მოსაშორებლად, 2 - 1-ში ხელსაწყო და დამაგრძელებელი მილი სიმაღლეზე განთავსებული ზედაპირების გასაწმენდად. ასევე მოყვება აქსესუარების სადგამი, მათი ორგანიზებისთვის.
კომპლექტაცია
- მტვერსასრუტის ძირითადი კორპუსი ბატარეით
- ომნი-ჯაგრისი განათებით
- მტვრის მოსაშორებელი რბილი ჯაგრისი
- დამაგრძელებელი მილი
- მოტორიზებული მინიჯაგრისი
- აქსესუარების სადგამი
- კომბინირებული საქშენი
| ტიპი | უსადენო მტვერსასრუტი |
|---|---|
| მოდელი | R20 Ultra |
| სერია | R – სერია |
| შესრუტვის სიმძლავრე kPa | 27 000 |
| დასუფთავების ტიპი | მშრალი |
| ბატარეის მოცულობა | 8 x 2850 mAh |
| ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა | 90 წუთი |
| დამუხტვის დრო | 240 წუთი |
| ფილტრაციის სისტემა | HEPA ფილტრი |
| კონტროლი | ღილაკზე დაჭერით |
| მუშაობის რეჟიმები | 3 რეჟიმი |
| მტვრის კონტეინერის მოცულობა, მლ | 600მლ |
| ზომები | 128.8x32x32 სმ |
| წონა | 2.2 კგ |
| მწარმოებელი | Dreame Trading (Tianjin) Co. Ltd. |
| იმპორტიორი | შპს “ჯორჯიან ელექთრონიქ ქომფანი თრეიდი” |
