გააფართოეთ თქვენი ოცნებების შესაძლებლობები.

ოცნება, რომელიც რეალობად იქცა

2017 წელს დაარსებული Dreame Technology არის ინოვაციური კომპანია, რომლის მისიაა „მსოფლიოს მომხმარებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება“. კომპანია სპეციალიზდება მაღალხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ასევე სილამაზისა და თავის მოვლის ტექნიკის წარმოებაზე, აეროდინამიკის მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ინოვაციები და ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომია

მრავალწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, კომპანია Dreame-მ მსოფლიოს წარუდგინა მთელი რიგი საკვანძო გამოგონებები და 150-ზე მეტი დაპატენტებული ტექნოლოგია, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი ძრავი, მონოკულარული მანქანური მხედველობა, SLAM (მყისიერი ვიზუალური ლოკალიზაცია და ორიენტირება) და მრავალკონუსიანი ციკლონური განცალკევება. დღეს კომპანიის მრავალრიცხოვანი პატენტები წამყვან პოზიციებს იკავებენ გლობალურ ბაზარზე.

შექმნილი როგორც ინოვატორი

6 379 მოთხოვნილი პატენტი

3 155 დამტკიცებული პატენტი

საზღვრებს გარეთ: ინოვაციები ხვალინდელი დღისთვის

„ინოვაციები ჩვენთვის იქნება ძირითადი სიტყვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ მეტ ენერგიასა და დროს დავხარჯავთ მომხმარებლის ქვეცნობიერში შეღწევზე, რაც ასევე დაგვეხმარება ჩვენს დეველოპმენტსა და მომხმარებლის საჭიროებების გაგებაში“. კომპანია კვლავაც ღრმად ერთგული იქნება იმ იდეისა, რომ შექმნას ყველაზე მძლავრი პროდუქტი, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს დასუფთავებას ჩვენი მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში.

დამფუძნებელი: იუი ჰაო

მომავლის საზოგადოებრივი კლასტერი

ჩვენი ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნათ იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ მარკეტპლეისია, სადაც ადამიანები საჭირო ნივთებს ყიდულობენ. ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ საზოგადოებრივი კლასტერი, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება შეისწავლოს და განიხილოს ახალი ტექნოლოგიები და ის, თუ როგორ აუმჯობესებენ ისინი ადამიანების ცხოვრების ხარისხს.

Dreame-ის თანამშრომლების 60%-ზე მეტი ინჟინერია

Dreame-ში მუშაობენ მსოფლიო დონის უნივერსიტეტების ინჟინრები, რომელთაგან ბევრი აეროკოსმოსური დინამიკის წამყვანი სპეციალისტია. კვლევებისა და განვითარების (R&D) განყოფილება ყოველკვირეულად ატარებს სამეცნიერო-ტექნიკურ სემინარებს, რაც საფუძველია მომავალი პროექტებისთვის. თანამშრომლებს საინჟინრო განათლების გარეშეც შეუძლიათ ეწვიონ ლაბორატორიებს ტექნოლოგიების თვალსაჩინოდ შესწავლისათვის.

დადგა დღე, როცა Dreame მთელმა მსოფლიომ აღიარა

ჩვენს მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ინდუსტრიის წამყვანი ინვესტორები, რომლებიც უერთდებიან ჩვენს მისიას — გააუმჯობესონ ადამიანების ცხოვრების ხარისხი.