რობოტი მტვერსასრუტი Dreame X50 Master

4,999

  • მიწოდება თბილისში: 2-3 სამუშაო დღე
  • მიწოდება რეგიონში: 4 სამუშაო დღემდე
ფერიBlack
დასუფთავების ტიპისველი / მშრალი
  • 24.9 სმ ულტრაკომპაქტური მთავარი ბაზის სადგური
  • ინდუსტრიაში პირველი ProLeap™ სისტემა
  • VersaLift ნავიგაცია ყველაზე პატარა სივრცეებშიც
  • HyperStream™ გასაშლელი ორმაგი ჯაგრისი

დასუფთავების კომპაქტური მართვის ცენტრი

დასუფთავების სრულიად დამოუკიდებელი შესაძლებლობები ახლა უკვე განთავსებულია ელეგანტურ, 24.9 სმ სიმაღლის ბაზის სადგურში. X50 Master-ის კომპაქტური დიზაინი იდეალურად ერგება თანამედროვე ინტერიერს და ამავდროულად უზრუნველყოფს ძლიერ ფუნქციონალურობას.

მარტივი ინტეგრაცია ნებისმიერ სივრცეში

დამონტაჟების სხვადასხვა ვარიანტები იძლევა ბაზის სადგურის თქვენი სახლის ინტერიერში ჰარმონიული ჩაშენების საშუალებას. დამონტაჟების წერტილის მიუხედავად, იქნება ეს სააბაზანო, სამზარეულო, თუ აივანი, მაქსიმალური კომფორტისთვის შექმნილი წყლის გადავსებისა და დაცლის ავტომატური სისტემის წყალობით თქვენ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ სიამოვნებას დასუფთავების პროცესით.

დაბრკოლებების თამამად გადალახვა

შეაფასეთ ProLeap™ სისტემის კარის ზღურბლების და ავეჯის გასწვრივ რთული ადგილების გადალახვის შესაძლებლობები. რობოტ მტვერსასრუტს შეუძლია 6სმ-მდე სიმაღლის დაბრკოლებების გადალახვა. ამავდროულად მისი ამორტიზატორებიანი ფეხები იწევა და მტვერსასრუტი რბილად დასრიალებს ზედაპირებზე, რაც გამორიცხავს იატაკებისა და ავეჯის ზედაპირების დაზიანებას.

მარტივად გადაივლის ავეჯის მომრგვალებულ ნაწილებსა და სადგამებზე

გადალახავს 6 სმ-ზე მაღალ საფეხურებს სპეციალური დამხმარე ხალიჩის მეშვეობით

რობოტი მტვერსასრუტის გამძლე ასაწევი ფეხები

რობოტი მტვერსასრუტის, X50 Master-ის ასაწევი ფეხების მყარი კონსტრუქცია უძლებს მუშაობის 30.000 ციკლს, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ შრომისუნარიანობას.

დაბრკოლებების გადალახვის უპრეცედენტო შესაძლებლობები

ზედმეტი ბრუნვების გარეშე ზუსტი ნავიგაციის მიღწევის მიზნით, რობოტი მტვერსასრუტი X50 Master აღჭურვილია სკანირების 360°-იანი სენსორით, რომელიც ქმნის დეტალურ რუკას ბრმა წერტილების გარეშე. ჭკვიანი VersaLift ნავიგაციის სისტემა ჩახურავს DtoF სენსორს მტვერსასრუტის დაბალ ძირიანი ავეჯის ქვეშ გადაადგილებისას.

ეფექტური განათება

სტრუქტურირებული განათების გამოყენებით 3D სკანირების ტექნოლოგიისა და Al Action სისტემის წყალობით, X50 Master რობოტ მტვერსასრუტს შთამბეჭდავი სიზუსტით შეუძლია 200-მდე ტიპის ობიექტის* ამოცნობა, მათ შორის შინაური ცხოველების ექსკრემენტების. ჩაშენებული LED განათება X50 Master-ისთვის ნავიგაციას აადვილებს, რაც საშუალებას აძლევს მას მყისიერად აღმოაჩინოს დაბრკოლებები და ხელის შეშლა.

თმის გადახლართვა პრობლემას აღარ წარმოადგენს

სისტემა HyperStream™, ორმაგი ჯაგრისით, შექმნილია გადახლართული თმის 100%-ით მოსაშორებლად. ის უპრობლემოდ უმკლავდება 30 სმ-მდე სიგრძის თმის ღერებს. შესრუტვის მაღალი სიმძლავრე, უხეში რეზინის ჯაგრისსა და თერმოპლასტიკური პოლიურეთანის რეზინის ჯაგრისთან ერთად, ეფექტურად აშორებს თმას იატაკის ყველა ტიპის ზედაპირიდან, ხმაურის მინიმალური დონით, რაც ყოველ ჯერზე უზრუნველყოფს ჩუმ და საფუძვლიან წმენდას.

რეზინის ჯაგრისი

თერმოპლასტიკური რეზინის ჯაგრისი

კუთხეებში დაგროვილ ჭუჭყს არავითარი შანსი არ აქვს

რობოტი მტვერსასრუტი X50 Master აღჭურვილია MopExtend RoboSwing ტექნოლოგიით, რომელიც მარტივად აღწევს კუთხეებსა და ავეჯის ქვეშ სივრცეებში, ხოლო SideReach™ ტექნოლოგია ამუშავებს რთულად მისადგომ ადგილებს და 100%-ით ასუფთავებს რთულად მისადგომ კუთხეებს.

ეფექტური და ადაპტირებადი მიდგომა სველი და მშრალი წმენდის მიმართ

სამმაგი აწევის სისტემა, რომლითაც აღჭურვილია რობოტი მტვერსასრუტი X50 Master, ახდენს გვერდითა ჯაგრისის, მოპის საფენებისა და მთავარი ჯაგრისის მუშაობის სინქრონიზებას, სველი და მშრალი წმენდის ზუსტი გამიჯვნის უზრუნველსაყოფად. ეს ფუქნცია შერეულ ზედაპირებზე რბილად გადაადგილებისა და დაბრკოლებების ეფექტურად გადალახვის საშუალებას იძლევა, რაც უზრუნველყოფს უნაკლო სარკისებურ სისუფთავეს ნებისმიერი ტიპის იატაკზე.

მძლავრი მშრალი წმენდა და ხმაურის დაბალი დონე

მეექვსე თაობის TurboForce ძრავის წყალობით, რომელიც წუთში 90.000-მდე ბრუნს ახორციელებს, Vormax™ სისტემა უზრუნველყოფს 20.000 პა შესრუტვის სიმძლავრეს, რაც X50 Master რობოტ მტვერსასრუტს საშუალებას აძლევს გაწმინდოს ყველაზე ღრმა ნაპრალებიც კი, მათ შორის შეისრუტოს ქაღალდის ნაკუწები, კატის ქვიშა, მტვერი, თმა და სხვა. მტვერსასრუტის ხმაურის დაბალი დონე დამოწმებულია სერტიფიკატით. ეს რობოტი მტვერსასრუტი უზრუნველყოფს ძლიერ შესრუტვას თქვენი სახლის დაზიანების გარეშე, რაც მას იდეალურს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ავტომატური წმენდა გაშრობით სრული სიმშრალის მიღწევამდე

AceClean™ DryBoard სისტემა თქვენი ძალისხმევის გარეშე ინარჩუნებს მოპის საფენებისა და საფენების სარეცხი დაფის ბრწყინვალე სისუფთავეს. მოპის საფენების ავტომატური გავლების შემდეგ, დაფა პრაქტიკულად მშრალი რჩება, რაც ამცირებს ნესტის შენარჩუნების შესაძლებლობას. დასუფთავების სისტემა სუფთად ნარჩუნდება და გამოყენებისთვის მუდამ მზადაა, რაც ამცირებს მტვერსასრუტზე ზრუნვის დროს.

ცხელი წყალი მოპის ახალი საფენებისთვის

ისიამოვნეთ უნაკლოდ სუფთა იატაკით X50 Master რობოტი მტვერსასრუტის მოპის საფენების ავტომატური რეცხვის სისტემის წყალობით. 80°C-ზე გაცხელებული წყალი აშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს, ზეთს და ცხიმს, რის შედეგადაც სუფთად შენარჩუნებული მოპის საფენები მუდამ მზადაა შემდეგი დავალების შესასრულებლად. საფენების აქტიური გავლების ფუნქცია ახდენს პროცესის ადაპტირებას გარემო პირობებთან სტაბილურად ოპტიმალური შედეგების მისაღებად.

გაიმარტივეთ დასუფთავების პროცესი POWERDOCK სისტემის დახმარებით

POWERDOCK სისტემის წყალობით მტვერსასრუტის მოვლისთვის საჭირო დავალებები წყლის გადავსება, დაცლა, მოპის საფენების გარეცხვა და რობოტი მტვერსასრუტის დამუხტვაც კი ავტომატურად, თქვენი ძალისხმევის გარეშე შესრულდება. იყავით ორიენტირებული მხოლოდ შედეგებზე და ისიამოვნეთ ჭკვიანი დასუფთავების შედეგებით ძალისხმევის გარეშე.

ავტომატური დაცლა

100 დღემდე მუშაობა მომხმარებლის ჩარევის გარეშე, 395 მლ მოცულობის მქონე ნარჩენების კონტეინერისა და 3,2 ლ მოცულობის მქონე ნარჩენების ტომრის წყალობით

იატაკის საწმენდი წყლის ავზის ავტომატური გადავსება

საწმენდი საშუალების ავტომატური გადავსება

ავტომატური გაშრობა ცხელი ჰაერით

ბაქტერიების მაქსიმალურად ეფექტური გაქრობა

ავტომატური გავლება და ცხელი ჰაერით გაშრობა საფენებს ბაქტერიებს აშორებს, რაც იატაკს იდეალურად სუფთას ხდის. მტვრის ტომრის ღიობში ულტრაიისფერი სხივების გამოყენება აფართოებს ავტომატური დაცლის სისტემის შესაძლებლობებს, რის შედეგადაც ბაქტერიების რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება.

დაბინძურების აღმოჩენის ჭკვიანი სისტემა ამარტივებს წმენდას

OmniDirt დაბინძურების აღმოჩენის ტექნოლოგია რობოტ მტვერსასრუტს საშუალებას აძლევს, ამოიცნოს და განასხვავოს მყარი, თხევადი და შერეული ტიპის ჭუჭყი და თითოეულს მათგანს მოარგოს დასუფთავების სათანადო სტრატეგია. მულტისპექტრული სენსორი აფიქსირებს ჩამჯდარ ჭუჭყს და მტვერსასრუტს მიმართავს მისი დამატებითი დასუფთავებისკენ, რათა უზრუნველყოს იატაკის ზედაპირის სისუფთავე. გარდა ამისა, ფერების ამოცნობის ფუნქციის მეშვეობით, მტვერსასრუტი ეფექტურად ამოიცნობს წყლის ლაქებს და ხელახლა წმენდს მათ, რათა შეინარჩუნოს იდეალური სისუფთავე სახლში.

იატაკის დამატებითი წმენდა მაქსიმალური სისუფთავისთვის

ფერის სენსორის მეშვეობით, X50 Master რობოტ მტვერსასრუტს შეუძლია წყლის დაბინძურების დონის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში, მოპის საფენების გასარეცხად გამოყენებული წყლის მოცულობის (32დონე) რეგულირება, ასევე იატაკის მეტად დაბინძურებული ადგილების ხელმეორედ გაწმენდის უზრუნველყოფა. ეს ყოველივე უზრუნველყოფს იატაკის საფუძვლიან წმენდას, ზრდის მოპის საფენების გამოყენების ეფექტურობას და ზოგავს წყალსა და ენერგიას.

შინაური ცხოველების პატრონებისთვის ფუნქციების ყოვლისმომცველი ნაკრები

აირიდეთ თავიდან ზედმეტი ძალისხმევა, შეინარჩუნეთ იდეალური სისუფთავე სახლში და შეუქმენით თქვენს შინაურ ცხოველებს კომფორტული გარემო მათთვის განკუთვნილი ზონების დასუფთავებისას Pet Zone 2.0 ფუნქციის, დინამიური ადგილობრივი წმენდისა და გაძლიერებული შესრუტვის რეჟიმების გამოყენებით დიდი ზომის ნარჩენებთან გასამკლავებლად.

მარტივი ხმოვანი კონტროლი

თქვენ შეგიძლიათ მარტივად მართოთ დასუფთავების ამოცანები ხმოვანი ბრძანებების გამოყენებით Dreame-ის ჩაშენებული ასისტენტის გამოყენებით ან Siri-სთან, Alice-თან ან Marusya-სთან დაკავშირებით. თქვით „კარგი, Dreame“ დასუფთავების პროცესის დასაწყებად ან კონფიგურაციისთვის. შეინარჩუნეთ თქვენი სახლი უნაკლოდ სუფთა ყოველგვარი ხელით ჩარევის გარეშე.

არტიკულიRLX86CE-1
ტიპირობოტი მტვერსასრუტი
აპლიკაციებთან ურთიერთქმედებაDreamehome
ჭკვიან სახლთან ინტეგრაციადიახ
კონტროლი სმარტფონის საშუალებითდიახ
ბატარეის მოცულობა6400 mAh
ფერიBlack
სერიაX – სერია
დასუფთავების ტიპისველი / მშრალი
ხმოვანი ასისტენტიდიახ
შესრუტვის სიმძლავრე kPa20 000
ჩართვის ტაიმერიდიახ
Wi-Fi მხარდაჭერადიახ
კონტროლისმარტფონიდან/ხმოვანი ასისტენტის დახმარებით/ღილაკზე დაჭერით
ფილტრაციის სისტემაHEPA ფილტრი
რუკის შექმნადიახ
თვითწმენდის რეჟიმიდიახ
ხალიჩების წმენდადიახ
მტვრის კონტეინერის მოცულობა, მლ395მლ
დოკ-სადგურის მტვრის ტომრის მოცულობა3.2ლ
ხმაურის მინიმალური დონე65
დაბრკოლების სიმაღლე6სმ
დაბრკოლების აღმოჩენადიახ
დასუფთავების არეალის შემზღუდველივირტუალური კედელი
საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებადიახ
შინაური ცხოველების ბეწვის მოცილებადიახ
იმპორტიორიშპს “ჯორჯიან ელექთრონიქ ქომფანი თრეიდი”
მწარმოებელიDreame Trading (Tianjin) Co. Ltd.
წონარობოტი მტვერსასრუტი: 4.53 კგ / ბაზის სადგური: 8.2 კგ
ზომებირობოტი მტვერსასრუტი: 35х35х8.9 სმ / საბაზო სადგური: 41.8х41.6х24.9 სმ